ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა

2022-09-09 20:14:18+04:00

საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ირკვევა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა.