ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, ირაკლი კობახიძეს საუბრის ტონს უწუნებს. ევროპელი პარლამენტარი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მოუწოდებს, ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში მოუხადოს. კუბილიუსისთვის, ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული განცხადებები, ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან შეუსაბამო აღმოჩდა. ქართული ოცნების თავმჯდომარეს კი მიაჩნია, რომ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე თავად ანდრიუს კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი. კობახიძე ირწმუნება, რომ ევროპარლამენტარი პირადად არის ჩართული კამპანიაში, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ისახავს მიზნად.