უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა - Palitra News

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა

2022-09-09 16:01:25+04:00

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა, 826 კი - დაზიანდა, - ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ისინი გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციასთან Project Hope-თან თანამშრომლობენ, რათა მთელ ქვეყანაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა აღადგინონ.

”ვაერთიანებთ ძალისხმევას ჩვენს პარტნიორებთან, რათა პირველ რიგში აღვადგინოთ საავადმყოფოები, რომლებმაც მცირედით არიან დაზიანებული და მათი უმოკლეს დროში აღდგენაა შესაძლებელი”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბოგდან ბორუხოვსკიმ.

მისი თქმით, რუსული ძალების მიერ დაზიანებული 62 ობიექტი უკვე აღდგენილია.