დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება - Palitra News

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

2022-09-09 15:59:57+04:00

სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ გვერდზე, გახსნილია ელექტრონული სამძიმრის წიგნი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება სამძიმრის გამოხატვა: https://www.royal.uk/send-message-condolence. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში (კრწანისის ქ.51), სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოხატონ სამძიმარი,12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 10:00 – 13:00 საათებში.

საელჩოში მისვლის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რაც შეიძლება ნაკლები პირადი ნივთი (მაგ. მხოლოდ ერთი ჩანთა).

დაუშვებელია საელჩოში ფოტოს ან ვიდეოს გადაღება.

ცნობისთვის, 2022 წლის 8 სექტემბერს ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, დედოფლის გარდაცვალების შესახებ. დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება.