ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავზე ფასები საშუალოდ 50-55 თეთრით შემცირდა - ჩვენ ვფიქრობთ, რომ საწვავის ფასის შემცირება გაგრძელდება. საუბარი იმაზე, რომ ფასი გაიზრდება და რაღაცა მოხდება, ეს გამორიცხულია, - ასე უპასუხა „საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, როგორ შეიცვალა საწვავზე ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში.
მისივე თქმით, საქართველოში საწვავზე ფასების შემცირება ნავთობზე ფასების შემცირებას და ლარის კურსის გამყარების პროცესს უკავშირდება.
ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, რიგი კომპანიები საწვავის ფასის სტაბილურობას არათუ შეინარჩუნებს, არამედ ღირებულების შემცირება მოხდება.