ეკონომიკის მინისტრი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, თუმცა ის ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება - ახლა მიდის დაზუსტება - Palitra News

ეკონომიკის მინისტრი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, თუმცა ის ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება - ახლა მიდის დაზუსტება

2022-09-09 15:29:06+04:00

ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, მოახერხოს გაფართოება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ფოთის პორტი გაფართოების სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელის.

მისი თქმით, ახლა კომპანიაზეა დამოკიდებული ინვესტირების განხორციელება.