სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შემოდგომაზე მოსალოდნელია სეზონური ვირუსების გააქტიურება, რომელთა ნაწილი ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში ფილტვის ანთებით შეიძლება გართულდეს. ინფექციონისტები განმარტავენ, რომ კორონავირუსთან ერთად შემოდგომით სეზონური ვირუსებიც გააქტიურდება, ისეთები, როგორიცაა გრიპი, ადენოვირუსი და რინოვირუსი. კვლავ არის მოსალოდნელი კორონავირუსის და სეზონური გრიპის თანხვედრა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი ოქტომბრიდან დაიწყება.