რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ 9 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო „ტელეგრამში“ წერს.
„რუსეთი კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს! 8 სექტემბერს, რუსებმა დონეცკის ოლქის ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ხუთი ბახმუტში, ორი ზაიცევოში, ერთი ნიუ-იორკში და ერთი ფედორივკაში. დაშავდა კიდევ 23 ადამიანი“, - წერს გუბერნატორი.
მისი თქმით, ამჟამად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლსა და ვოლნოვასში.
„ყველა რუსი პასუხს აგებს ჩვენს მიწაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის!“ - აცხადებს პავლო კირილენკო.