ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს გავლით ირანიდან სამხედრო ტექნიკა რუსეთში ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა გადაიტანა - რა გამოხმაურებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს გავლით ირანიდან სამხედრო ტექნიკა რუსეთში ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა გადაიტანა - რა გამოხმაურებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში

2022-09-09 15:20:36+04:00

ხელისუფლება დეზინფორმაციას უწოდებს პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს გავლით ირანიდან სამხედრო ტექნიკა რუსეთში ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა გადაიტანა, რომელიც სანქციების ქვეშაა მოქცეული.

"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, მსგავსი ქმედება საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობაა.

ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატები და მათი წარმომადგენლობა საქართველოში დარღვევას არ დაადასტურებს, "ქართული ოცნების" დადანაშაულებისგან თავს შეიკავებს.