ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის მქონე პირის მხრიდან თანამშრომელი ქალის მისამართით სექსუალური შევიწროების ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც მან ორგანიზაციის მიერ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას 24 აგვისტოს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათი მხრიდან არავითარი რეაგირება არ ყოფილა.
მისივე თქმით, სექსუალური შევიწროებისა და გენდერული დისკრიმინაციის ფაქტებს იმავე პირის მიმართ სხვა ქალებიც ადასტურებენ და ამას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია.