"ბიზნეს პალიტრა" - საქართველოში რთველის პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

"ბიზნეს პალიტრა" - საქართველოში რთველის პროცესი მიმდინარეობს

2022-09-09 13:26:26+04:00

საქართველოში რთველის პროცესი მიმდინარეობს. კახეთში უკვე 20 000-ზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა. რთველის ფარგლებში ღვინის საწარმოებს ყურძენი 1000-მდე მევენახემ ჩააბარა. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი კომპანია, მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება/გადამუშავების პროცესში დღითი დღე აქტიურად ერთვებიან.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს.

რამდენად აქტიურად არიან ჩართული რთველის პროცესში ღვინის მწარმოებელი კომპანიები და როგორია მათი მოლიდინები - ამ და სხვა საინტერესეო საკითხებზე ვრცლად, გადაცემაში "ბიზნეს პალიტრა" საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანია "შუხმან ვაინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი საუბრობს.