სექტემბერში ნავთობზე შედარებით დაბალი ფასებია მოსალოდნელი. ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ სექტემბერში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 100 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 2 დოლარითაა შემცირებული. გასულ თვეს ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41.3%-ით მეტია.
ცნობისთვის, რუსეთი რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის დღიური წარმოება მეორე კვარტალში საშუალოდ 10.59 მლნ ბარელი იყო. ხოლო, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დღიური წარმოება 11.0 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული.
2022 წლის მეოთხე კვარტალში რუსეთის საშუალო წარმოება დღეში 10.87 მლნ ბარელით არის პროგნოზირებული. ეს კი მიუთითებს, რომ მიმდინარე წელს, გაზრდილი ფასების პირობებში რუსეთი ნავთობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს.