2022 წლის პირველ ნახევარში ხორბლის იმპორტი წლიურად 55%-ით შემცირდა და დაახლოებით 17 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან 88% რუსეთზე მოდის. მეორე მხრივ მიმდინარე წლის ექვს თვეში ფქვილის იმპორტი წლიურად 13-ჯერ გაიზარდა და 30 მლნ დოლარს მიაღწია. იმპორტის 98% რუსეთზე მოდის. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ.
ფქვილის იმპორტის ასეთი ზრდა რუსეთის მხრიდან ხორბალზე დაწესებულ სავაჭრო ბარიერებს უკავშირდება. საქართველოს მსგავსად რუსეთი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძირითადი იმპორტიორია. FAO-ს ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით რუსეთსა და უკრაინას ერთად ხორბლის მთლიან წარმოებაში 13% ეკავათ, ხოლო მსოფლიო ექსპორტში 23%. მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყანა სწორედ ამ ქვეყნებისგან ხორბლის ექსპორტზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ფასს, ხორბლის ფქვილზე ფასის წლიურმა ზრდამ პიკს 2022 წლის ივლისში მიაღწია, როცა ფასი 36.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ივნისში ფასი ასევე პურზე გაიზარდა 36.3%-ით.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისიდან ფასები როგორც ფქვილზე, ასევე პურზე დრამატულად გაიზარდა.