საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია - Palitra News

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია

2022-09-09 13:24:21+04:00

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2 მლრდ 62 მილიონი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 374 მილიონ ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია მილიონ 313 ათასი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2 400-მდე პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 5 მილიონ 500 000 ლარს აღწევს.