ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების, PMC კვლევითი ცენტრის ჩართულობით ფორუმი მიმდინარეობს სახელწოდებით - "დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები".
ფორუმზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის მიზანანს წარმოადგენდა ინვეტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისებისთვის ყველაზე პერსპექტიული სექტორებისა და ღირებულებათა ჯაჭვებს გამოვლენა. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში თურქული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები და კონკურენტუნარიანი პროდუქტები.
ცნობისთვის, 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქ-ოში დამზადებული სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარხე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი