გარდაბანში მოქმედ გაჯის საწარმოებს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდათ. კომპანიებში სამართალდარღვევები ჯერ კიდევ ივლისის თვეში გამოვლინდა.
ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს „სამგორი ველი“ საქმიანობას აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გარეშე, ხოლო შპს „დენმარკი“ - სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა.