თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და „2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები განხორციელებულ საქმიანობასთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
ღონისძიება გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამის“ მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).