ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი გახდა. ინგლისურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და პოტერმა ლურჯებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.პოტერნის სანაცვლოდ ჩელსიმ ბრაიტონს კომპენსაციის სახით 23 მილიონ ევროს გადაუხადა.
შეგახსენებთ, გრემ პოტერი 2019 წლიდან ბრაიტონს წვრთნიდა და ინგლისურ კლუბში კარგი შედეგი აჩვენა. მანამდე ინგლისელი სპეციალისტი სუონსი სიტისა და შვედური ოსტერსუნდის თავკაცი იყო.
ასევე შეგახსენებთ, ლონდონის ჩელსიმ პრემიერლიგის ექვს ტურში მხოლოდ 10 ქულა მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კი ზაგრების დინამოსთან სენსაციურად დამარცხდა, რის შემდეგაც ლონდონელთა მესვეურებმა თომას ტუხელი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.