ევრობასკეტის მე-5 ტურში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საბერძნეთი, ესტონეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 90:69 დაამარცხა.
ბერძენთა შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუმპომ მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. NBA-ის ორგზის საუკეთესო კალათბურთელმა თავი 25 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ესტონელების მხრიდან სიმ-სანდერ ვენემ გუნდს 19 ქულა და 2 მოხსნა შესძინა.
ამრიგად, საბერძნეთმა 5 გამარჯვებით C ჯგუფი უპირობოდ მოიგო და პლეი-ოფში გავიდა, სადაც D ჯგუფის მეოთხეადგილოსან ჩეხეთს შეხვდება.