შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.დ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სადახლოს გამშვებ პუნქტთან დააკავეს, რა დროსაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
დანაშაულები 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.