აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვიდეო კონფერენცია გამართა, სადაც განიხილეს უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა, მათ შორის თავდაცვისა და ეკონომიკური დახმარების გაგრძელების გზით, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა, რათა ხაზი გაესვათ უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობისთვის, მათ შორის თავდაცვისა და ეკონომიკური დახმარების გაგრძელების გზით, ისევე როგორც რუსეთისთვის ხარჯების დაკისრების გაგრძელების გზით, რათა კრემლს აგრესიისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს“,- აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
მისი თქმით, ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ ენერგომატარებლების იარაღად გამოყენების შესახებ. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ევროპისთვის მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად დამატებით ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.