მისი უდიდებულესობის, ელისაბედ მეორის გარდაცვალებას გამოხმაურებების გარეშე არ ჩაუვლია საქართველოშიც. საქართველოს პრეზიდენტმა მონარქის ოჯახს სამძმარი ოფიციალურად გამოუცხადა. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დედოფლის ცხოვრება თავისი ხალხის, ქვეყნისა და ერთა თანამეგობრობისადმი ერთგულებით იყო განპირობებული.
ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ელისაბედ მეორე იყო ლიდერი რომელიც, ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. დ
ედოფლის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს სამძმარი გამოუცხადა შალვა პაპუაშვილმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ დედოფლის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იყო მონარქი რომელიც, ისტორიას 70-ზე მეტი წლის განმავლობაში აყალიბებდა.
საქართველოს პირველი პოლიტიკური ლიდერები სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელ ტვიტერში ავრცელებენ.