დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, მონარქის გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ გაიმართება.
დაშვებულია სახელმწიფო დროშებიც.
ელისაბედ II-ის ცხედარს შოტლანდიიდან, ბალმორალის რეზიდენციიდან ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში გადაასვენებენ.
როგორც ბრიტანული მედია წერს, პატივისცემის ნიშნად, ქვეყნის მასშტაბით ძირითადი სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ფეხბურთისა და კრიკეტის მატჩები, გადაიდება.
მოსალოდნელია, რომ ვესტმინსტერის სააბატოსა და წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის ზარებს შუადღეს დარეკავენ.