აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ავრცელებენ. ვრცელდება ფოტოები, სადაც ბლინკენი ხერსონის ოლქში მცხოვრებ 6 წლის გოგონასთან და ნაღმების აღმომჩენ მაძებარ ძაღლ “პატრონთან“ ერთადაა ასახული. შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი კიევს მოულოდნელი ვიზიტით დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანი აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირებაა, ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვედრებს გამართავს უკრაინელ ოფიციალურ პირებთან.