საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ II კვარტალში 351.8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო სააქციო კაპიტალი 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ დოლარი შეადგინა - Palitra News

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ II კვარტალში 351.8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო სააქციო კაპიტალი 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ დოლარი შეადგინა

2022-09-08 20:34:00+04:00

საქსტატი მორიგ ინფორმაციას აქვეყნებს - წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ამ წლის მეორე კვარტალში 351 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს 2021 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 პროცენტით მეტია.