საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება. გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე მიმდინარე შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობენ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.