დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. კახა კალაძის განმარტებით, არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ავარიული შენობების პრობლემა. ამ ეტაპისთვის, სამგორის მე-4 კატეგოორის შენობის დემონტაჟი ოქტომბერში დაიწყება, ორი წლის შემდეგ კი 36-ტ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა. ამასთან, მერია მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო სტრატეგიისა და თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროექტის განხორციელებას იწყებს. მერის განმარტებით, გაზშემკრების სისტემის მოწყობა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან დახარისხებული ნარჩენების დამუშავების შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდება. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვით კი მოწესრიგდება მოძრაობა როგორც კერძო ავტომობილებისათვის, ისე საზოგადოებრივი ტრანპოსრტისთვის.