ირაკლი კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე - ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან - Palitra News

ირაკლი კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე - ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან

2022-09-08 20:00:55+04:00

ქართული ოცნების თავმჯდომარე და ევროპარლამენტარი კვლავ ერთმანეთს აკრიტიკებენ. ირაკლი კობახიძე მის პოზიციას ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით არ მალავს და ამ დამოკიდებულების მიზეზად ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს. ვიოლა ფონ კრამონი კი კობახიძეს ტყუილში ადანაშაულებს. ცნობისთვის, 5-თ სექტემბერს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაგზავნა, რაზეც ოფიციალურად უარი მიიღო.