პირველ ეტაპზე, დამრღვევს „დრიფტისთვის“ 30 ქულა დააკლდება და 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი - 500 ლარით დაჯარიმდება და 35 ქულა დააკლდება , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა “საქმეში” ისაუბრა.
მან განმარტა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამინისტრომ უკვე წარუდგინა პარლამენტს და რომელის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო.
მისი თქმით, „დრიფტი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ახალი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით შემოდის ჯარიმა და მართვის მოწმობაზე ქულების დაკლებაც.