ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 51 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათგან 640 ბოლო 24 საათში. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ, რუსული ძალების ქვეყანაში შემოჭრის დღიდან მათი კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 2112 ტანკი, 4557 ჯავშანტექნიკა, 1126 ერთეული საარტილერიო სისტემა, 305 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 159 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 239 საბრძოლო თვითმფრინავი, 210 ვერტმფრენი, 884 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 3344 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 110 ერთეული სპეცტექნიკა და 214 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.