კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა - Palitra News

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა

2022-09-08 15:12:00+04:00

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. მერიამ მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიზანი ნარჩენების დახარისხება და მისგან ელექტროენერგიის გამომუშავებაა. ასევე, მერია ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს.

ამასთან, კალაძის განმარტებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაა.