საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა - Palitra News

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა

2022-09-08 12:21:22+04:00

ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები იყო განხილვის მთავარი საკითხი, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის დროს.

შეხვედრაზე ორ ვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე.

ორი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს, წინანდალში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე კონსულტაციების ფარგლებში შევხდნენ.