აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს - მედიაში გავრცელებული აგენტურის სია არასრულია და საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარლამენტი ავრცელებს.
როგორც დეპუტატები აცხადებენ, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგი, სრულიად მიუღებელია და „პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა“.