ჩემპიონთა ლიგა | ბარსელონამ პლზენის ვიქტორია გაანადგურა, ბაიერნმა ინტერი სტუმრად დაამარცხა - Palitra News

ჩემპიონთა ლიგა | ბარსელონამ პლზენის ვიქტორია გაანადგურა, ბაიერნმა ინტერი სტუმრად დაამარცხა

2022-09-08 10:28:07+04:00

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბარსელონამ პლზენის ვიქტორია ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი კატალონიელთა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. ბლაუგრანას რიგებში გოლები ასევე ფერან ტორესმა და ფრანკ კესიემ გაიტანეს. ჩეხური კლუბის ერთადერთი გოლის ავტორი "ვიქტორიას" ნახევარმცველი იან სიკორა გახდა.

პირველი ტურის შემდეგ ბარსელონა C ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. კატალონიელებს, ბაიერნის მსგავსად, 3 ქულა აქვთ. გერმანელებმა გუშინ სტუმრად ინტერის დამარცხება ანგარიშით 0:2 შეძლეს.

შეგახსენებთ, ჩავის გუნდს ამ სეზონში ჯერ არ წაუგია.