ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბარსელონამ პლზენის ვიქტორია ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი კატალონიელთა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. ბლაუგრანას რიგებში გოლები ასევე ფერან ტორესმა და ფრანკ კესიემ გაიტანეს. ჩეხური კლუბის ერთადერთი გოლის ავტორი "ვიქტორიას" ნახევარმცველი იან სიკორა გახდა.
პირველი ტურის შემდეგ ბარსელონა C ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. კატალონიელებს, ბაიერნის მსგავსად, 3 ქულა აქვთ. გერმანელებმა გუშინ სტუმრად ინტერის დამარცხება ანგარიშით 0:2 შეძლეს.
შეგახსენებთ, ჩავის გუნდს ამ სეზონში ჯერ არ წაუგია.