ევრობასკეტი | საქართველო მონტენეგროსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა - Palitra News

ევრობასკეტი | საქართველო მონტენეგროსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

2022-09-08 10:27:28+04:00

2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ დღეს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და ანგარიშით 73:81 დამარცხდა.

ქართველთა მხრიდან გამორჩეული იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მონტენეგროს ნაკრებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა იგორ დრობნიაკმა, "ბუდუჩნოსტის" კალათბურთელმა 22 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

ცნობისთვის, ილიას ზუროსის გუნდმა 1 გამარჯვებითა და 4 მარცხით ჯგუფში ბოლო, მე-6 პოზიცია დაიკავა და პლეიოფის საგზური ვერ მოიპოვა.

A ჯგუფიდან გასვლა შეძლეს: ესპანეთმა, თურქეთმა, მონტენეგრომ და ბელგიამ.