უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, გასული დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ოკუპანტი, მოწინააღმდეგის 40-მდე ერთეული აღჭურვილობა და საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს.
მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ყურადღება ახლა ორიენტირებულია ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე, არტილერიითა და ნაღმტყორცნებით თავდასხმების განხორციელებაზე, საჰაერო და სარაკეტო დარტყმებზე. საპასუხოდ, უკრაინულმა ავიაციამ გასული დღის განმავლობაში რუსულ ძალებს 13 დარტყმა მიაყენა.
ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ხარკოვთან ახლოს კონტრშეტევა წამოიწყეს და რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება შეძლეს. მედიის ინფორმაციით, უკრაინელებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ბალაკლია ალყაში მოაქციეს.