საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან ანგარიშით 73:81 დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა - Palitra News

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან ანგარიშით 73:81 დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

2022-09-08 09:10:59+04:00

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრებთან ანგარიშით 73:81 დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 5 შეხვედრიდან 4 მარცხი და მხოლოდ 1 გამარჯვება დაუგროვდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი 22 ქულით იგორ დრობნიაკი იყო, საქართველოს ნაკრებში კი 14 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა ტად მაკფადენმა, 15 ქულა და 10 მოხსნაა სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.