"შეიძლება რუსი მოვიდეს და იმას დარჩეს ყველაფერიო..." - მსოფლიოს ვარდის უნიკალური ჯიშები საოკუპაციო ზოლთან - Palitra News

"შეიძლება რუსი მოვიდეს და იმას დარჩეს ყველაფერიო..." - მსოფლიოს ვარდის უნიკალური ჯიშები საოკუპაციო ზოლთან

2022-09-08 08:24:48+04:00

გორის რაიონის საზღვრისპირა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებ გურგენიძეების ბაღს, სადაც მსოფლიოს უნიკალური და იშვიათი ვარდის ნერგები ხარობს, საქართველოს ყველა რეგიონიდან სტუმრობენ. პროფესიით ჟურნალისტი და ფილოლოგ ტარიელ გურგენიძისთვის, მებაღეობა საყვარელ საქმიანობად იქცა და სურვილი აქვს, მის ბაღში გაშენებული ვარდების სურნელებამ მთელი საქართველო მოიცვას.