საფრანგეთმა გაზსაცავები მაქსიმალურად გაავსო - Palitra News

საფრანგეთმა გაზსაცავები მაქსიმალურად გაავსო

2022-09-08 08:07:33+04:00

საფრანგეთის ხელისუფლების მიზანი - ზამთრისთვის მაქსიმალურად გაევსოთ ქვეყანაში არსებული გაზსაცავები - მიღწეულია, ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ანიეს პანე-იუნაშემ განაცხადა.

როგორც მან ტელეკომპანია CNews-ის ეთერში განმარტა, ეს რეზერვები ჩვენი ზამთრის მთლიანი მოხმარების 50%-ს უზრუნველყოფს. აგვისტოს ბოლოს ითქვა, რომ ფრანგული რეზერვები 90,6%-ით იყო შევსებული, მინისტრმა კი განმარტა, რომ გაზსაცავების 100%-ით გავსება არ შეიძლება, ვინაიდან მასში უნდა იყოს სივრცე ჰაერისთვის.

ცნობისთვის, 2 დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა „ენერგეტიკულ ომში“ იმყოფებოდა. ის თვლის, რომ საფრანგეთმა უნდა დააჩქაროს და მეტი მოინდომოს ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების გამომუშავებისთვის.