8 თვის განმავლობაში, 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე, საქართველომ ექსპორტზე 105,1 მილიონი დოლარის ოდენობით ხილი და თხილი გაიტანა, რაც 9,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
2022 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი მოდის:
თხილზე რომლის ექსპორტის ღირებულებამ 45,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. პროდუქტი ექსპორტირებულია 35 ქვეყანაში, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც 33 მილიონი დოლარის თხილია მიწოდებული.
ატამის და ვაშლატამას საექსპორტო ღირებულება 28,4 მლნ დოლარი იყო, რაც 3,6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ექსპორტირებულ ხილს შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია ასევე, მოცვს, რომლის ექსპორტის ღირებულებამ 8,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია გასული წლის 1-ლი სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.
ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ კი 5,5 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 0,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.