დავით არახამიას მოკითხვა ბიძინა ივანიშვილს და დეოლიგარქიზაციის პირობა, რომელზე პასუხისმგებლობასაც ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე თავად იღებს - Palitra News

დავით არახამიას მოკითხვა ბიძინა ივანიშვილს და დეოლიგარქიზაციის პირობა, რომელზე პასუხისმგებლობასაც ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე თავად იღებს

2022-09-07 20:27:07+04:00

დავით არახამიას მოკითხვა ბიძინა ივანიშვილს და დეოლიგარქიზაციის პირობა, რომელზე პასუხისმგებლობასაც ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე თავად იღებს. არახამია უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ სასანქციო სიის გამოქვეყნებას ეხმაურება. არახამია პირობას დებს, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაციის მიზანს მიაღწევს. სააგენტო კი, რომელმაც სასანქციო სია გამოაქვეყნა, ფრაქციის თავმჯდომარის ინფორმაციით საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი სიას აბსურდულს უწოდებს და უკრაინას მოუწოდებს საკუთარ კორუფციას მიხედოს. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს.