2021 წელს საქართველოში არსებითი პროგრესის ნაკლებობითა და ნეგატიური განვითარებებით ევროკავშირი უკმაყოფილოა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე ცნობილი გახდა რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართლებით ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა. ამიტომ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ახლა, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. როგორც ირკვევა, ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წლების ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას მიესალმება.