გაიზრდება თუ არა მოსმენებისა და თვალთვალის მასშტაბები. დოკუმენტში, რომელზეც ვეტო პარლამენტმა უკვე დაძლია წერია, რომ თვალთვალი კიდევ 27 დანაშაულზე ხდება შესაძლებელი, რაც ოპოზიციის აზრით, უკანონობის დაკანონების მცდელობაა. ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს ქართული ოცნება, რომელიც კვლავ საერთაშორისო სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას. „პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის. ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ნაცვლად დაახლოებისა, ეს კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს. - ეს არის ციტატა, რომელიც დოკუმენტში შავით თეთრზე წერია.