წყალტუბოში, სხეულის მძიმე დამწვრობით 33 წლის ქალი გარდაიცვალა. ადგილობრივები შემთხვევის ორ ვერსიაზე საუბრობენ. პირველი ვერსიით, 5 შვილის დედას ბენზინი საკუთარმა მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით კი ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა. ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა, რის შედეგადაც დაზიანენები მიიღო. ამჟამად ის კლინიკაშია მოთავსებული. უწყების ინფორმაციით, ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შესულა. საკითხზე უკვე ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები გამოკითხეს. მიმდინარეობს გამოძიება. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.