თბილისის მუნიციპალიტეტს ახალი სპეცტექნიკა შეემატა - Palitra News

თბილისის მუნიციპალიტეტს ახალი სპეცტექნიკა შეემატა

2022-09-07 16:07:20+04:00

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა. როგორც მან პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისთვის, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქებს შორის ტურისტული თვალსაზრისით ლიდერი იყოს, მუნიციპალიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს.