მეხანძრე მაშველ ნიკა ედიშერაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - Palitra News

მეხანძრე მაშველ ნიკა ედიშერაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2022-09-07 15:26:52+04:00

მეხანძრე მაშველ ნიკა ედიშერაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო და ოპერაციას საჭიროებს. პაციენტს ასევე სასწრაფოდ უნდა გადაესხას მეოთხე დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ მიმართოთ იაშვილის სახელობის კლინიკას, სადაც შეძლებთ ნიკა ედიშერაშვილის სახელზე სისხლის გაღებას.