შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გახსნა. სხდომაზე, 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა შეაჯამეს.
როგორც თეა ახვლედიანის განცხადებებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მრავალეთნიკური და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების გაძლიერება სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლეს რანგში აქვს აყვანილი. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს ახალი ათწლიანი სტრატეგია.