დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება - ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი და ოპოზიციას ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების შეფასებებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები ძირეულად იყოს შესრულებული და მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში ოპოზიცია ჩაერთოს, თუმცა კალაძის თქმით, ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მათთან ამ ფორმით თანამშრომლობა შეუძლებელია.
მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანება გრძელვადიანი პროცესია.