გურიაში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 7 საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება. პროქტის ჯამური ღირებულება კი 58 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს და ასევე, ნასაკირალის გზის მონაკვეთს.
"ნასაკირალის მონაკვეთი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს გზა უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისთვის. ამ გზით, ასევე, შესაძლებელია გურიიდან აჭარის რეგიონთან, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტთან დაკავშირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.